თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებას და პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკაში, გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, „ღორჯომობა" აღინიშნა.
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მალე ხონის მოსახლეობაც შეძლებს - ხონში იუსტიციის სახლი აშენდება.
მარტვილში ფოლკლორის II საერთაშორისო ფესტივალის „ლეგენდა მარტვილზე“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ლიტვის, რუსეთის, თურქეთის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის თავმჯდომარეობით „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების განმხილველი კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად, 6-7 ივლისის სტიქიით დაზიანებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, კვირას, მესტიის მუნიციპალიტეტში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩააბრძანეს. მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული.
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევსა და სოფელ ხევაშენში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა იმ შეღავათებით მოსარგებლე გახდა, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.