რეგიონები

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ,,კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის’’ წარმომადგენლებმა პროექტ ,,ევროპა საქართველოსათვის’’ ფარგლებში ადგილობრივი საჯარო მოხელეებისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთი სრულად განათდა.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან გამგებლის პოსტზე კენჭისყრის შეთავაზების შემთხვევაში მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაუქმების შემდეგ, მისმა საბიუჯეტო შემოსავლებმა იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის თანხები ადგილზე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურის ქონების გადასახადიდან მიღებული თანხებით კომპენსირდება.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების, ბენარა-უნწის დამაკავშირებელი 1495-მეტრიანი გზის აღდგენა დასასრულს უახლოვდება.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის რიგით მეცხრე ოფისი გაიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ოფისი ომბუდსმენმა თამანმშრომლებთან ერთად გახსნა.

სრულად...

აბაშა - მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს.

სრულად...

მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, დუშეთის მუნიციპალიტეტში 600-ამდე ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო მაღალმთიან სოფლებში შობადობა საგრძნობლად, 20%-ით მაინც არის გაზრდილი. აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მიაწოდა.

სრულად...

ხონის საბავშვო ბაგა - ბაღების ადმინისტრაციამ პროექტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა" ფარგლებში, საწოლები ( 110 ერთეული), სათამაშოების თაროები (7 ერთეული), ლეიბები, საბნები და გადასაფარებლები შეიძინა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარას ადმინისტრაციული შენობის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 624 ლარი გამოიყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი