ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ხონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, 650 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფელ ივანდიდში მიმდინარეობს.
ტყიბულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა გაჭრეს.
სოფლად ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარების პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული პროექტის ეფექტურად წარმართვისა და სოფლების უფრო მეტად განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს საერთო სარგებლობის მიწები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საძოვრებად გამოიყენებენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სამტრედიაში ფასადების აღდგენისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 397 000 ლარით დაფინანსდა, უკვე დაიწყო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს უბანში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
ხონში მიმდინრე ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების კეთილმოწყობა, სოფლების ივანდიდის, კონტუათისა და ნახახულევის გაზიფიცირება, ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც ხონის მუნიციპალიტეტის ოთხშაბათის ტრადიციულ თათბირზე იმსჯელეს.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია. პრეზიდენტს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.