თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 80-ზე მეტი რაკეტა.
ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.
ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც Guardian.ge-ს დუშეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზიანებულია როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, ასევე, საფეხმავლო ხიდები, ნაპირსამაგრები, ბოგირები და ა.შ.
გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამამკაცი იმსხვერპლა. მას მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა პირუტყვი გადაჰყავდა, როცა იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა.
რაჭაში უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა, შედეგად, ქალაქ ონის მარცხენა სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა ხიდები, ნაპირსამაგრები; დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, წარმოიქმნა მეწყრული ზონები.
ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ში (სოფ. გვრიტოსთან) ჩამოვიდა დაახლოებით 150მ3 მოცულობის მიწა კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა დაიკეტა.
ტყიბულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე სპორტის სასახლესთან მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზის მშენებლობა ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.