დუშეთის მუნიციპალიტეტის გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით ამბულატორია აღდგა.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მე-4, მე-5, მე-9, მე-11 და ღანირის ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.
თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით და მისივე დაფინანსებით, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლი შეიქმნა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 1, 350, 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან 1, 282, 500 ლარი რეგიონულ ფონდზე, ხოლო 67, 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაზე მოდის.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული ადგილები მოინახულა.
ასოციაციამ „ქართველები საფრანგეთში" ხონში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოციალურად დაუცველ 25-მდე ოჯახს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები გადაეცა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.