ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ გელაურის დასახლებაში ჯაიანების საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ ხანდოს წყაროდან დაბა ასპინძის რეზერვუარისკენ მიმავალი წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალიტეტში სადგურ სვირისა და მეორე სვირის და როდინაულის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014-2015 წლებში მომხდარი სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტს ისრაელიდან ტურისტების 12 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. სტუმრებმა მოინახულეს ქართვული გლეხის ოჯახი და მონაწილეობა მიიღეს ქვევრის მოხდაში, ასევე დააგემოვნეს იმერული სამზარეულო და ქვევრის ღვინო ფრიდონ გაბრიჭიძის ჭურისთავზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ცეცხლაურის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა, ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა.
აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო.
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტრამპლინზე ხტომისა და ორჭიდის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ჰოფერი იმყოფება.
ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.