ასპინძის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა "ცოტნეობის" დღესასწაული აღნიშნეს. როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ დამალაში კოხტას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება ჩატარდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს აქციას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უმასპინძლა.
ხობში მერი აბრამიას, ალექსანდრე არჩაიას, ანგულ მიქავას, გია გურულს ხობის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები ხოლო კობა თუთბერიძეს „ცოტნე დადიანის სახელობის პირველი ხარისხის ჯილდოს მფლობელის“ ტიტულის მოწმობა გადასცეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის უმთავრესი პრიორიტეტი სანაპირო ზოლის და მდინარე აჭყვას კალაპოტის მოწესრიგება იქნება. პროექტის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დღეს სახალხო-საეკლესიო დღესასწაულს, ცოტნეობას აღნიშნავენ. როგორც Guardian.ge ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
აჭარაში ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და ქობულეთის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძე სოფელ ბობოყვათში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზის მშენებლობა იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.