რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება. როგორც Guardian.ge–ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, წყალსადენი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ახალგაზრდული დღეები - 2016’’ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 14 მისამართზე განხორციელდა. გზების რეაბილიტაცია სოფელ საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში, როდინაულში, ქვედა საქარაში, ილემში, წიფლავაკეში, კლდეეთში, კვალითში, არგვეთაში, შორაპანში, გიორგი ნიკოლაძის, უზნაძისა და კვანტრიშვილის ქუჩებზე დასრულებულია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დაათვალიერეს.
ქობულეთში კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები გაეცნენ.
სახალვაშოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს იწყებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ თუზის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თავასაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეხვედრა გამართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.