ზესტაფონში 6 მრავალსართულიანი სახლის შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ეზოების მოწყობა ასფალტის საფარით ხორციელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო და ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ტარდება. გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის მარჯვენა ნაპირი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პერიოდში ინტენსიურად ირეცხებოდა, რაც ეროზიებს იწვევდა და საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგრადობას.
„ეს არის უპრეცენდენტო ფონდი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ქმნის დაფინანსების მოპოვების საშუალებას, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება - სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.
ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხში მოსახლეობასთან შევედრისას გააკეთა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში 2,5 კმ სიგრძის გზას, რომელიც 6 ქუჩას მოიცავს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ქობულეთში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მესტიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.