ხონში ბარათაშვილის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ასფალტის დაგების სამუშაოები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა - ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, "თუშეთობას" მასპინძლობს. სახალხო ზეიმს საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და 4 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გორში, ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, სოფელ ორთაშენთან ხის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში. ბაკურიანს ამის რესურსი გააჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიტარბში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.