„საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის 1 600 ჰექტარზე მეტ თევზსაშენ მეურნეობას ამარაგებს წყლით. როგორც „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2012 წლიდან ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რეგიონში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, - „ახალი მესხეთი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით უკვე დასრულდა ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამი სოფლის ელექტრომომარაგებას ითვალისწინებს. ხელედის თემის სოფლებში – ბავარში, მანანაურსა და ცხუმალდში, სადაც 1987 წლის შემდეგ დენი არ ყოფილა, პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად აინთება შუქი, – განუცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ Guardian.ge–ს.
ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის საავტომობილო მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები ახალი, ექსპერიმენტული მეთოდით მიმდინარეობს. რეგიონულიო განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ექსპერიმენტული მეთოდით მუშაობის ეს პირველი შემთხვევაა.
აბაშის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნება. შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს.
შეკვეთილში Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ „ქართუ ჯგუფმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. პარკის იდეა Black sea arena-ს პროექტირების დროს გაჩნდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული “დებედა ჰესი” დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დაათვალიერეს.
სოზარ სუბარმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „გორმედის“ დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.