სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ჯანიკაშვილი თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ წელიწადში შეასრულა და მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ადგილობრივი ხელისუფლება ყველა დარჩენილი პროექტის განხორციელებას შეეცდება.
24 ივნისს ოლიმპიურ ცეცხლს ხონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ცოცხალი ჯაჭვი მთლიანად მოეწყო იმ პერიმეტრზე, სადაც ოლიმპიურმა ცეცხლმა გაიარა. ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი კი ვეტერან კალათბურთელს, ხონელ გია სანაძეს ერგო.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საფარი 2.760 გზის სიგრძეზეა გათვლილი და ამ დროისთვის გზის თითქმის ნახევარი მონაკვეთია დაგებული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფოტოგომი–კორმაღლის დამაკავშირებელი გზის ასფალტო–ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. 3 კილომეტრიანი გზის ნაწილიდან, ამ ეტაპზე 1410 გრძივი მეტრის გზა იგება და პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. ჯამში 180 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდება.
დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად წამოწყებულ საქველმოქმედო აქციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონიც შეუერთდა.
ოლიმპიურ ცეცხლს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ თერჯოლის გადასახვევიდან აიღო სტარტი. გზადაგზა, რამდენიმე მეჩირაღდნე ცეცხლს ერთმანეთს სიმბოლურად გადასცემდა.
13 ივნისს თბილისში მომხადარი სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელით, დედაქალაქში დაზარალებულთა დახმარების ფონდში, სოლიდური თანხა, 22 618 ლარი ჩაირიცხა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ, რომელიც 20 წუთს გაგრძელდა, მოსახლეობა დააზარალა. ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, ქარმა ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები ახადა, ასევე დამტვრეულია ხეები.
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული შემოწირულობა გაიღო. ლანჩხუთის საკრებულომ, აპარატის ყველა თანამშრომელმა ფულადი თანხა 1675 ლარის ოდენობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხა.
დღეს ხარაგაული ოლიმპიურ ცეცხლს მასპინძლობდა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ დევების წყაროდან აიღო სტარტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.