რეგიონები

ქ. ხობში „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესმენ ემზარ ბასილაიას ინიციატივით, შპს „ფიგარო“ - სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წარმოება დაათვალიერა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რაც მისი და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის  მიმართ ბოლო პერიოდში „ქართული მისიის“ და მოძრაობა "ახალი რეალობისთვის“ ლიდერების, გია კორკოტაშვილის და მერაბ შათირიშვილის მიერ გაჟღერდა.

სრულად...

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში გზის მოასფალტების III ეტაპი მიმდინარეობს. ასფალტო-ბეტონის საფარი 1 კმ-ზე დაიგება. დღეს კი, სამშენებლო სამუშაოების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სრულად...

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერეს.

სრულად...

დაბა ასპინძაში აღმაშენებლის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, წერეთლის, ერისთავის, ვარძიის და ტაბიძის ქუჩების, ასევე კურორტ ასპინძასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

სრულად...

ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.

სრულად...

დღეს ქ. ხობში ორი დიდი ქარხნის - სიმინდის ზეთის და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ორივე ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცაიტივით შექმნილი პროექტის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით შენდება.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. სამ დასახლებაში სავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც.

სრულად...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, კახეთში 6 000-დან 7 000 ტონამდე ატამი დაკრეფილია, საიდანაც 700 ტონამდე ექსპორტზეა გასული, დანარჩენის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

სრულად...

ხარაგაულის ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ დირექტორი, გიორგი ჩიჩილიძე და  ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” დირექტორი ეკა შავიძე ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით, ბაზალეთში მცხოვრებ მაია პაკელიანს ესტუმრენ და საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი