ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის - არტემ ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვებულ ფეხბურთელებს შეხვდნენ.
ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სტიქიური მოვლენების გააქტიურებისაგან საფრთხის შემცველ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მოინახულა. გამგებელი მდინარის ნაპირზე მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი guardian.ge -სთან 2015 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს. მისი თქმით, იგეგმება სოფ. გაუწყინარსა და წყემში საბავშვო ბაღების აშენება, სოფ. ონტოფოში კი არსებული ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებული წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარებისა და ჭების მდგომარეობის ინსპექტირება განხორციელდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რევაზ ბენიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანებული სოფლები მოინახულა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მთავრობის განკარგულებით, 2014-2015 წლების სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს რეგიონებისთვის 15 400 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მდინარის გამონატანებია მოხვედრილი, რის გამოც მოძრაობა ჩაკეტილია.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.