აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. საგანგებო შტაბი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 14 ივნისს შეიქმნა და ძალიან ბევრმა ხონელმა გამოთქვა დაზრალებულებისათვის დახმარების სურვილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთისა და ფულადი დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო ტვირთი თბილიში გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირითი ვაკის რაიონის გამგეობის საგანგებოდ შექმნილ შტაბში მოხვდება, საიდანაც მოხდება მისი გადანაწილება.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს განსახილველად 10 საკითხი, მათ შორის ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ჯემალ მებუკის წლიური ანგარიში წარედგინა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არგვეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
სოზარ სუბარი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი სოფელ ტიბაანსა და ვაქირში ეკომიგრანტების - ემზარ ხელაშვილის და ია ლეგაშვილის ოჯახებს ესტუმრნენ და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის სამსახური რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგს უწევს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, კომიტეტის მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივები იყო. ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, ევროინტეგრაციის საკითხებში პარლამენტის როლზე და ევროპულ სივრცეში საქართველოს ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა. სტიქიამ ლენტეხის, გორის, კასპის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.