თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასათვის აღკვეთის ღონისძიების 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვისა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევის საფრთხეებზე საუბრობს და ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და კიდევ ორი პირი დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა უკრაინულ მხარეს ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის სფეროში არსებულ ვალდებულებებს ახსენებს და აცხადებს, რომ უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100 %-იანი წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2013-2014 წლების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიების ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური სამსახურის ყოფილ უფროსს თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მისი მეუღლე კი დაპატიმრებულია.
ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
საკმაოდ ემოციური იყო გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დღევანდელი განცხადება, რამაც მისი მომხრეები ცრემლებამდე მიიყვანა. როგორც უგულვამ განაცხადა, იგი ჭოჭმანობდა, საერთოდ მიემართა თუ არა შუამდგომლობისთვის, რადგან დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი ბრალდებით ისევ დააკავებენ
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 18 თებერვლისთვის გადაიდო. სასამართლო სწორედ ამ დღეს იმსჯელებს უგულავას ადვოკატების მიერ მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის დაყენებული შუამდგომლობის, აღკვეთის ღონისძიების, 20 ათასლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ინფორმაციას პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს და აცხადებს, რომ გადაცემაში მოყვანილი ე.წ. "ფაქტები", ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის "გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.