თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიცს შეხვდა.თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქალაქებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20–მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა. სწავლება მყვინთავ-ინსტრუქტორების პროფესიული ასოციაცია PADI-ის ეგიდით გაიმართა.
დედაქალაქში „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელები“ დააჯილდოვა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობის" აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა.
თბილისის მერი დავით ნარმანია "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე გამართულ ღონისძიებებს პრემიერ მინისტრთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, „თბილისობა 2016“-თან დაკავშირებით "ახალი ტფილისი" - განახლებული აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერა და საზოგადოებას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.
თბილისობის დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიყეზე, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
თბილისი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობა 2016“-ს აღნიშნავს. რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.