მთავრობის განკარგულებით, თბილისში, კიდევ 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს „თბილისიმარათონი 2016“ გაიმართება. მარათონი სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 19 ოქტომბერს, დილის 05:30 საათიდან საქართველოს სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, მუშაობას 24/7 რეჟიმში განაგრძობს.
თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახლებულ რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირს ცნობილი მოქანდაკის, კახი ერაძის ექვსი ნამუშევარი ამშვენებს. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის საირმე-აბასთუმანის (კმ52-კმ90) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ცნობით, რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი იწყება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.
იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს დღეიდან ახალ სერვისს - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ სთავაზობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.