საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მიულოცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები საპროტესტო აქციის გამართვისთვის ემზადებიან.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა მოძრაობა გარკვეულწილად მოაწესრიგა, თუმცა, არის ზოგიერთი მონაკვეთი, სადაც პიკის საათების დროს მოძრაობა ინტენსიურია და ამის გამო ფერხდება.
კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, მომავალი წლიდან, ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშო ბაგა-ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ქართული დომენები უკვე ხელმისაწვდომია. დღეიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა - www.nbg.ge და ფულის მუზეუმის ინტერნეტ გვერდზე - www.moneymuseum.ge შესვლა ვიზიტორებს ქართული დომენების გამოყენებით შეეძლებათ.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის სიახლოვეს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან Guardian.ge-ის კორესპონდენტი იტყობინება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს უმასპინძლა, რომელმაც მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა.
„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
თბილისის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა - დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.