საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.
იუნესკო-ს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოეტავიასაკისთან, ასევე, ტურინისა და ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანაპურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან. შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
ლიბერთი ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.
ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისიდან უკრაინაშიჰუმანიტარული ტვირთებისგაგზავნის პროცესი გრძელდება. საკვები პროდუქტები, პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი და მედიკამენტები თბილისის მერიის მიერ ბელიაშვილის N 5-ში მოწყობილ ლოგისტიკურ ცენტრში გროვდება. აქციაში ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები არიან ჩართულები.
რუსთავიდან თბილისში მუნიციპალური ავტობუსები ივლიან. დღეიდან ვიწყებთ მუშაობას სერვისის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე „ფეისბუქში“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.