დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურში, შემოსავლების სამსახურსა და მომსახურების სააგენტოში წარმატებით გაიარეს სტაჟირება.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თბილისის მერიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს, თურქ ერს კი თანადგომას უცხადებს.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში, სადაც პარაკლისზე დასასწრებად უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი "მადლის ქვა" და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი გამოაბრძანეს.
26 მაისის, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებზე, პეკინის, კანდელაკისა და შარტავას ქუჩებზე, შარტავას ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დასკვნა საერთაშორისო კომპანია „A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung“-მა მოამზადა.
ოქროყანაში, დღეს, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა. ტექნოლოგიური პარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.