თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
თბილისში, ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. იგი ამბობს, რომ მხოლოდ იმას ითხოვს, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. „რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა“.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. ოჯახი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის საქართველოს სამეფო სახელის გამოყენების აკრძალვას და ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურად ერთ ლარს ითხოვს.
თბილისში, ვახუშტის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
სოფრომაძე პოლტიკოსებს უმწვავესად აკრიტიკებს და ემუქრება: „როცა თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით - ვერ ჩაასხმათ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.
ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ბეთანიაში მიმდინარე წელს გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. საგზაო პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც მოქალაქე დავით ჩიქოვანის დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.