დღეს, 12 მარტს „ლიბერთი ბანკსა“ და საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივს“ შორის პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
დიდუბის რაიონში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ჩადო.
საქართველო დღეს, 12 მარტს ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქაშუეთის ტაძარში დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
კომპანია „ფრესკოს დამფუძნებლის“, ვასილ სოფრომაძის ვიდეო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების მხრიდან კომპანიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ფინანსთა სამინისტროს წამყვანი თანამშრომლების მიერ „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში ქურდობისა და იარაღის გამოყენებით მუქარებზეა საუბარი - კომპანია „ფრესკო“ აცხადებს, რომ „სრული ინფორმაცია და ვიდეო მასალა გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის 12-ში ერთ-ერთი ოფისი 2015 წელს იქირავეს და ჯერ ტურისტული სააგენტო - Georgia OK შექმნეს, შემდეგ კი სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა და „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე „ტროლების ფაბრიკა“ მუშაობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება ევროკავშირის პროგრამის -Erasmus + ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტს იწყებს.
წვევამდელ ქაზიმ კახრამანოვზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნიკა ქოიავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „დადგმული სპექტაკლი“, რადგან წვევამდელი ქაზიმ კახრამანოვი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანხის გამოძალვაზე საუბრობს, ფუად კახრამანოვის ძმაა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია ქვემო ქართლის რეგიონში.
„ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართულ ავიაკომპანიას დღევანდელი მონაცემებით 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს „ტავ ჯორჯიას“ მიმართ, თუმცა ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე.
თბილისში, გულუას ქუჩაზე მდებარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის აივანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.