ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ფიცის დადების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე დაესწრნენ. მინისტრის მოადგილეებმა მართლწესრიგის ოფიცრებს სამსახურში დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა.
პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმკოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს - ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან" - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს, მედიასაშუალებების წარმომადგენლები პასუხობენ.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის - „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას განაცხადა.
„მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქში შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი 200-ამდე ელექტროავტობუსი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ტრადიციული ტრანსპორტის 90% ელექტროტრანსპორტით იქნება ჩანაცვლებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“-ს პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალ მეტროსადგურებს ააშენებს. „პერსპექტივაში ეს დაგვეხმარება რომ რუსთავიც მიბმული იყოს ამ პროექტს“, განაცხადა ბახტაძემ, რომელმაც ახსნა თუ რატომ შეჩერდა შემოვლითი რკინიგზის განხორციელება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.