ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 მილიონი გამოიყოფა იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლომდე მთლიანად იყოს ჩანაცვლებული თბილისში დღეს არსებული ავტობუსების პარკი და ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი ავტობუსებით, ამასთან ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.
გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.
„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
„ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი" - საწვავზე ფასის ზრდას მძღოლები, „სოკარ ჯორჯიას“ სათავო ოფისთან აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია მკაცრად გააკონტროლოს მთავრობამ ფასის სტაბილურობა, რადგან მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი ტაძრიდან გაიყვანეს. ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც დედაქალაქში ამა თუ იმ ინფრასტრუქტრული პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ და რომელთაც კონტრაქტის მიხედვით 24-საათიან რეჟიმში მუშაობა ევალებათ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.