„თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მსგავსად მერიის მიერ ბოლო ხანს გაჟღერებული სხვა ინიციატივებისა ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს ისე წინაასაარჩევნო დაპირებებს“, აცხადებს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დედაქალაქის ახლად შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ის პასუხობს ყველა მთავარ გამოწვევას, რომელიც ქალაქში ამ მიმართულებით არსებობს. მისივე თქმით, სატრანსპორტო საცობები და ჰაერის დაბინძურება ის მთავარი პრობლემებია, რომელთა ეფექტიანად გადაჭრასაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურება.
მივესალმები თბილისის მერის მზადყოფნას, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება.
თბილისის საკრებულოს წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმების პროცესი იმაზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე ამას წინასაარჩევნოდ ვარაუდობდნენ, ასევე დავითულიანი აცხადებს, რომ ამ რეფორმების განხორციელებას სათავეში სწორედ კახი კალაძე უდგას.
პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია თანამდებობა შეიცვალოს, თუმცა აკონკრეტებს, რომ კობახიძესთან მხოლოდ და მხოლოდ „პირად საკითხთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა.
მესტიაში, თეთნულდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შარტავას თქმით, ლიტურგიაზე შეუძლოდ გახდომის შემდეგ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით აკვირდებიან, თუმცა რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია.
ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს, რომ დატოვონ სტიქიის ზონა და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები. დამატებით ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდნენ ცხელ ხაზებს საბერძნეთში: 00306995779793, საქართველოში: (+995 32) 294 50 50.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.