საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“-ის ინფორმაციით მერაბ კოსტავას ქუჩაზე, „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას დაწყების გამო, ხვალიდან მიწისქვეშა გადასასველელით სარგებლობა დროებით იზღუდება, არსებული ვითარების გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს იხდის  შეფერხებისთვის.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას  გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

სრულად...

ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე წვრთნის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი, კაპრალი შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით კი, ახალციხის კლინიკა „უნიმედში" გარდაიცვალა.

სრულად...

ზემო და ქვემო სვანეთში და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოდის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში დღევანდელ ხელისუფლებას „ფულზე გაყიდულ და დამპალ“ ხელისუფლებად მოიხსენიებს და მოუწოდებს მოსახლეობას, ხაიშელების მსგავსად „დაიფიცონ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ“ და „ვინც გაბედავს ჰესებზე ლაპარაკს, გალახეთ, ჩამოაგდეთ მანქანებიდან, გააპანღურეთ და გადააგდეთ ღვარცოფში და ჩაქოლეთ... ყელი გამოჭერით ძაღლივით და ესროლეთ კიდევაც“.

.

 

სრულად...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ. შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით,  ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კარიერის დაგეგმვის ცენტრის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სრულად...

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხე-ტყის ჭრა სტიქიის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერში გაწმენდით სამუშაოებში ჩართვის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

სრულად...

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა ახალგაზრდებს, შეიტანონ წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.

სრულად...

„აუქციონებზე და კერძო მევახშეებთან იპოთეკაში ჩადებული ქონების გაყიდვა - ეს არის მწვავე პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ათასობით ჩვენს მოქალაქეს, მსესხებელს, და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან არასამართლიანი გარემოა ამ თვალსაზრისით“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი