Gallup-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.
რუსული მხარის მიერ დაკავებული 2 ქართველი მესაზღვრე თავისუფალია. მესაზღვრეები ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის ტერიტორიაზე ვერტმფრენით ამ წუთებში გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ქართველი მესაზღვრე, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხვდნენ, გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, მათი გადმოცემა რუსეთის მხარის მიერ, დღეს, 29 ივნისს 12:00 საათზე მოხდა.
პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, კობა ლურსმანაშვილის, ენძელა მაჭავარიანის და ზაზა ხუციშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები, მეორე მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
„შემდეგ მთავრობის სხდომაზე, მე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს, განსაკუთრებით, ე.წ. პერსონალურ მანქანებს", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება.
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საქალაქო პარკების რეაბილიტაცია და სკვერების კეთილმოწყობა ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის პროცესში.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე განოეხმაურა თბილისის მერის ინიციატივას კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.