საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა.
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს.
12 ივლისს 08:30-ზე, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არა მარტო ის ქალია, ვისზეც ძალადობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც ამ ძალადობაში იზრდებიან და ტრამვირდებიან და, ზოგადად, საზოგადოება, რომელიც შეიძლება ძალადობას ჩვეულებად და ტრადიციად მიიჩნევდეს, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 9 ივლისიდან, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყურში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი, რიგით 53-ეა.
სამების საკათედრო ტაძარში, დღეს დედამ ჩვილი დატოვა. აღინიშნულ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყოლია, მაგრამ ამოღებული სათვალთავლო კამერებიდან ჩანს, თუ როგორ ეძებს ქალბატონი ადგილს ტაძარში იმისთვის, რომ ბავშვი დატოვოს. ერთი თვის ჩვილი მესანთლემ იპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.