საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, სადგურის მოედანზე თავის აფეთქებას აპირებდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.
მაშველებმა ტყიბულში, ტბაში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ურეკში, ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 1 ივლისს, დაახლოებით, 07:00 საათზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე - ავტობუსი, რომელსაც თელავის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა, გადაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის რეფორმა გრძელდება. ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. შესაბამისად გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც.
13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით მოემატება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 ივნისს პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
კარიერზე ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე ტრაქტორით მუშაობდა, ქანების ჩამოშლის შედეგად კი, მასაში მოჰყვა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.