საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოსალოდნელ შტორმთან დაკავშირებით აფრთხილებს.
არჩევნების შემდეგ გენგეგმის ბედი თბილისელებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან სწორედ ქალაქის გენერალური გეგმაა ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებას.
ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფო კილაძემ თბილისის გენერალური გეგმის შესახებ განცხადება გააკეთა. კილაძის თქმით, გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის. კილაძე ასევე განმარტავს, რომ აქამდე არსებული პრობლემების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ამ გეგმის არარსებობა იყო.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად.
დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის თემაზეც ისაუბრა. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებთ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულადა, ამის გამო თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის პირობები შეიცალა და ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც გამოხატავს ინტერესს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთს 1 ლარად საკუთრებაში გადასცემენ. პარკინგების პროექტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვის ეტაპი კვირის ბოლომდე გამოცხადდება.
თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ღია კაფეების დიდი ნაწილი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ფეხით მოსიარულეებსა და შშმ პირებს ხელს უშლის ტროტუარებზე გადაადგილებაში.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია თბილისის მერიის სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვასა და მის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნას გამოეხმაურა.
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამინისტროს შენობის ეზოში ორდღიანი პროტესტი შეწყვიტა.
საქართველოს საპატრიარქო 6 ივლისს, თბილისში, სპორტის სასახლეში დაგეგმილ „ქართული ხალხის ეროვნულ ყრილობას“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება, თავად მეუფე უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.