პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში, სამხედრო დღე მანავის ბანაკში გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს 3 ივლისს, „TV პირველი“-ის გადაცემა „რეაქციაში“ რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად მღვდელმსახურმა გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები.
მარშალ გელოვანის გამზირზე სამარშრუტო ტაქსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავებულია ორი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაობები მიმდინარეობს.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 100-ზე მეტი წიგნი გადასცეს.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოფელ ჭუბერში მომხდარს „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან კავშირი არ აქვს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამ ბაზრობის დღევანდელი ფორმით შენარჩუნება.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის გენგეგმის მიღების საკითხს ეხმიანება.
თბილისის მთავრობის მიერ გენგემის დამტკიცება არის ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიჩნევს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.