საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენ მომავალი თაობა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევანდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაავალა სუს-ს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მათი მხარდამჭერებისთვის ვირუსულად გადაეგზავნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებულია 16 პირი.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში რევოლუციას და დესტაბილიზაციას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუკი „ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს გადაწყვეტს, რომ ისე დაწეროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, როგორც ეს 2016 წელს გააკეთა“, რაც მისი თქმით, „ძალიან ცუდად დამთავრდება“, როგორც ქვეყნისთვის, ისე ივანიშვილისა და ხელისუფლებისთვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, დები ირმა და ინგა ხოროიშვილები, სავარაუდოდ, დააკავეს, განაცხადა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოკითხვის შემდეგ გამოსულმა დავით გეგიაძემ.
თბილისში, თემქაზე გვიან ღამით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი მოიწამლა.
„თქვენ რა გგონიათ მართლა, რომ ხალხი ისე გამოშტერდა, რომ 2020-შიც თქვენ მოგცემთ ხმას?“ - განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეფასებების გაკეთებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.