საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) განცხადებას განცხადებით პასუხობს.
რაგბის ექვსი ერის მატჩი დაიწყო პარიზში პარასკევ ღამით და გახსნითი შეხვედრა მასპინძლებს -ფრანგებსა და უელსის ნაკრებს შორის გაიმართა, რომელიც საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა.
სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა: „ჩვენ ვიკრიბებით 10 თებერვალს ლიეჟში, ბელგიაში - ბელგიაში, ევროპის ცენტრში, ათასობით ადამიანი ჩამოდის, გვექნება განხილვები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოს ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების თემებზე. მე ვიცი, რომ ძალიან სერიოზული გეგემები აქვს ოპოზიციას თბილისში. მოკლედ, არ შეიძლება ახლა არმოქმდება.
სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ცენტრალურ-დასავლეთ შტატებზე პოლარული ციკლონის თავზე დატყდომის შედეგად. აღნიშნულ შტატებში ასეთი საშინელი ყინვები ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. ათონელის სასახლეში შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე მსჯელობის მიზნით შედგა, თუმცა, პრეზიდენტმა დარბაზი მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დატოვა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ლი აგვისტოდან 6 ახალი, ევროპული მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისა და მხარდამჭერების დაკავებას ეხმაურება. ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მომხდარი ხელისუფლების უკიდურესი სისუსტის ნიშანია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.