„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და ამ კადრებით შანტაჟი ხდება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას და დასძინა, რომ ყველა მასალა, რომელიც იყო დაცული გრიფით საიდუმლო არქივებში, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, კახელების კარტელმა გამოფინა.
„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა შეიცვალოს კანონი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ფონდში დაგროვილი მილიონები დღესვე გადანაწილდება პენსიონრებზე და თითოეულს მოემატება მინიმუმ 100 ლარი“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ თავის ოფისში საუბრისას, რომლის დროსაც მასთან პენსიონერები იყვნენ წარმოდგენილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან ვრცელ განცხადებას აკეთებს.
პოპულიზმის დრო საქართველოში არ არის, ასე ეხმაურება თბილისის მერი ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას, რომლითაც მან ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა კახა კალაძე დააკისრა.
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, იქ, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების გამო 7 ადამიანი დაიღუპა, კახა კალაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა. ალეკო ელისაშვილი მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
ჯანდაცვის მინისტრი H1N1-ის დიაგნოზის მქონე პაციანტებთან დაკავშირებულ კონსილიუმებში პირადად მიიღებს მონაწილეობას. დავით სერგეენკოს ინიციატივით, პირველი კონსილიუმი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს გაიმართა, სადაც გრიპის ვირუსის დიაგნოზით 2 მცირეწლოვანია მოთავსებული. ქვეყნის მთავარმა ექიმმა პაციენტები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების დეტალებზე საუბრისას „TV პირველს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგონამ უთხრა, რომ „ისინი იმყოფებოდნენ მე-7 სართულზე, როდესაც გაზის ე.წ. კალონკა, წყლის გამათბობელი გაიხსნა, რის შედეგადაც მოხდა აირის სრული წვა, ანუ გამოიყო CO და ყველა გაიგუდა“. მისივე თქმით, „სუნი და რაიმე მსგავსი არავის არ უგვრძნია სამეზობლოში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.