ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი „მტკიცეა გადაწყვეტილებაში უზრუნველყოს ბრექსიტი“ იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრი ემზადება ხელახლა გახადოს მოლაპარაკებების საგანი ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ შეერთებული შტატების ქალაქ მაიამის პორტში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ 2012 წელს მან გააფორმა მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში შავი ზღვის როიალ კარიბიანის ისეთივე ცენტრი უნდა აშენებულიყო, როგორიც არის მაიამიში, თუმცა ეს პროექტი ივანიშვილმა შეაჩერა, რითაც ბათუმს ასეულობით მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაუკარგა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრაზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობა ანრი ოხანაშვილს წარადგენს. განცხადება აღნიშნულის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს, აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მოტივაცია პოლიტიკურ ოპოზიციას ეკა ბესელიას საწინააღმდეგოდ რომ ახლა რამე გაევრცელებინა, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩემი აზრით, ნაკლებად ჰქონდა, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფოხაძემ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 2-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7-ს კი, გირაო შეეფარდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, ასევე შეაჯამა პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი.
თურქეთის მთავრობა ახალი ზეწოლის ქვეშ ექცევა, შეწყვიტოს ვენესუელასგან ოქროს ყიდვა და არსებობს მზარდი ეჭვები, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქროს საბოლოო ადგილსამყოფელი ირანი ხდება, რაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა, იტყობინება BBC.
მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ და მივიღოთ, განაცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე შესვლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.