დიდი ბრიტანეთის საჰაერო შემთხვევების საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ იმ თვითმფრინავის ნამსხვრევში, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა გადაჰყავდა, ნაპოვნია ცხედარი და ახლა ის პოლიციასთან და სალასა და მფრინავ დევიდ იბოტსონის ოჯახებთან კონსულტაციების ფონზე მოქმედების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კატეგორიულად არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კვირის ბოლომდე მიცემული ვადა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და ახალი მატარებლით იმგზავრა.

სრულად...

ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნად  ჩამოყალიბების საქმეში, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა (OPIC) და პეის ჯგუფს შორის 50-მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე.

სრულად...

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს პასუხობს.

სრულად...

ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარული ჩანაწერები, შესაძლოა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში იყოს გადაღებული, რადგან ჩანაწერში ტელეფონი „აიფონ 5“ ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

სრულად...

„მთავარი არის პირველწყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი - გამავრცელებლების კუთხით, თუმცა, რაც შეეხება წყაროს ფარული ჩანაწერის, ასე ვთქვათ, გავრცელების, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი", აღნიშნული განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი