ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - CO-მ გამოიწვია.
ბიძინა ივანიშვილის ნახირს უწოდებს გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამბობს, რომ „ცოტა ხანში მათი სისხლის დალევა მოუნდება ხალხს“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ როს უილსონთან შეხვედრა გამართა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა მხრიდან შანტაჟს არ დაექვემდებარება. იგი დაჟინებით აცხადებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე გამართულ არჩევნებში მისი გამარჯვება ლეგიტიმურია.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილს პოლარული ციკლონი დაატყდა თავს და ამ დროის მონაცემებით, სტიქიამ სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. -30C-ამდე დაეცა ტემპერატურა ჩიკაგოში - რაც ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში არსებულ ტემპერატურაზე უფრო დაბალია და -37C-ამდე ჩრდილოეთ დაკოტაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.