თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება.
მეორე ტურში გასული „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ირწმუნება, რომ იგი პირველ ადგილზე იმყოფება და შესაბამისად, მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეიტანოს კორექტირება იმ მონაცემებში, რომელიც მის ვებვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" არჩევნების შედეგებით უნდა შეძლოს და წაიკითხოს საზოგადოების მთავარი გზავნილები. ქვეყნის მთავარსარდლის თქმით, შეცდომებსა და გასაკეთებელ საქმეებზე მისი პრეზიდნეტობის პერიოდში მმართველ გუნდს ყოველთვის მიუთითებდა, თუმცა, „ქართული ოცნებისგან" პასუხად მხოლოდ კრიტიკას და თავდასხმას იღებდა.
არჩევნების პროცესში ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე იყო მედიით გაზიარებული ინფორმაცია, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხებოდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ იგი მეორე ტურს ელოდებოდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველ ტურში მიღწეულ შედეგს ულოცავს.
ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენ შეცდომებზე, ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ.
„თქვენ ახლა ქვეყანაში შექმენით პრეცედენტი, როდესაც „ნაცმოძრაობას" აქვს უფლება, რომ ილაპარაკოს რომ არის მეორე პოლიტიკური ძალა", ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომაიამ მმართველ პოლიტიკურ გუნდს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისგან“ ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს.
„ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან: ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს?“, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ „უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.