საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში, რათა ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება, – ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების სურვილი ჰქონდა, შეეძლო ეს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაეკეთებინა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობდა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაფუძნებლი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მან ზაზა ოქუაშვილის ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა დააორგანიზა. როგორც ყიფიანი თბილისის პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ჩვენებაში აცხადებს, ივანიშვილთან შეხვედრა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა.
„მაპატიეთ და ამ სიბინძურემ, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნებიდან“, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევარი, ამ ქურდულმა გარჩევებმა, რომელიც ფირზე ვნახეთ, „იბერიის“ საქმის გარშემო, ეთერში, ყველა მშობელს ასეთი შეკითხვა გაუჩინა: გინდა რომ აქ შენი შვილი გაიზარდოს? ახლა ამას ზემოდან ვადაგასულ ფრანგულს სუნამოს ასხამენ, გეგონება ეს უშველის. არაფერი აღარ უშველის ამას უკვე“, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუქის“ გადაცემა „სთორიში“ სტუმრობისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროვებს. ყიფიანი თბილისის პროკურატურაში, კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება და ეს როგორც ასაკობრივ პენსიას, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.