პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შეერთებული შტატები გამოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, თუკი ის არ შეცვლის ამერიკასთან მოპყრობის არსებულ მეთოდებს.
ინგლისში მაღალი კოფეინისა და მაღალი შაქრიანობის შემცველი სასმელების, ისეთების, როგორიცაა მაგალითად, Red Bull-ი და Monster-ი, ბავშვებისთვის მიყიდვა აიკრძალება. აღნიშნული სასმელები მოზარდებისთვის ჯანმრთელობის პრობლემების შემქმნელად დასახელდა. ისინი თავის და მუცლის ტკივილებთან, ჰიპერაქტიურობასთან, ძილის პრობლემებსა და ჭარბწონიანობასთან იქნა დაკავშირებული, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“.
იოსებ კობზონის გარდაცვალების მიზეზი კიბოს პროგრესირება გახდა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ჯანდაცვის ბლოხინის სახელობის ეროვნული სამედიცინო-ონკოლოგიური კვლევითი ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მიხეილ დავიდოვმა. კობზონი აღნიშნულ ცენტრში გადიოდა მკურნალობის პროცესს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია, ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს ახალი კანონის მიღება, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, მიულოცა. ასევე განაცხადა, რომ ამაყია მხოლოდ საქართველოს მოქალაქე რომ არის, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობას ამ კანონის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მიღებულ კანონს არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა.
ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ყოფილი პრემიერი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში ორჯერ გადაიყვანეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს. ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარმოადგინა.
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს. ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისადმი და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, უცხოელების ბინადრობის ნებართვის შესახებ, ეხმაურება. კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად განიხილავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0051 პუნქტით გაუფასურდა.
ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საშუალო ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.