საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2018” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია" ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად", ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ სენატორის დაკრძალვაზე საქართველოდან უმაღლესი რანგის დელეგაცია არ გაგზავნა.
სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info მიტროპოლიტ ემანუილზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს, 3-4 სექტემბერს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის'' წევრი, 1986 წელს დაბადებული გ.ჭ დააკავეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ს.ა. გარდაბანში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავიაკომპანია „Utair“-ის სამგზავრო თვითმფრინავს, „ბოინგ 737“-ს სოჭში დაფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, ევაკუირებულია 160 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 18 ადამიანს, მათ შორის სამი ბავშვია, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უკრაინის არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლის ე.წ. ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.