მგონია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, ყოფილი პრეზიდენტები და ყოფილი პრემიერ მინისტრები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და თავიანთ გამოცდილებას არ ახმარდნენ ამ ქვეყანას, ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი არანაირად არ გაახსენდება, როგორც საქართველოს კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანი. მელიას თქმით, მარგველაშვილის პრეზიდენტობა იყო პაექრობა „ქართულ ოცნებასთან“ გამოვიდოდა თუ არა პრეზიდენტის სასახლიდან, ამით მან უდიდესი შესაძლებლობა გაუშვა 5 წლის მანძილზე.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პროკურატურის რეორგანიზაციას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა საჭირო შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, გაუგებარია და პრეზიდენტი ამით იცილებს პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში ჩართვაზე, რასაც ოპოზიცია ახორციელებს.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს ჯერ გუნდშიც არ არის ცნობილი. ბესელიას თქმით, მარგველაშვილი ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და ამიტომ თქვა უარი მონაწილეობაზე.

სრულად...

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

სრულად...

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიების მიზნით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ვარიანტზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. დასკვნის პროექტი მომზადებულია და მიწოდებულია კომისიის წევრებისთვის. ჩვენ ახლა გადავდივართ ჩვენი საქმიანობის ბოლო ნაწილზე, რაც გულისხმობს ამ დასკვნის განხილვას და საბოლოო პროექტის მომზადებას, რომელიც უახლოეს ხანებში იქნება გამოქვეყნებული“, განაცხადა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე.

სრულად...

ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი