აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების მიღების თაობაზე, დამატებითი კონსულტაციები ირანთან და აზერბაიჯანთან მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიაში არსებული „მახინჯი ბიუროკრატიული სისტემის" წყალობით, „წურბელებივით აზის თბილისელებს".
საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, თურქეთი საქართველოს აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვდაციო ოპერაციაშიც გაუწევს დახმარებას.
არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით, საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.
ქარიშხალ „ჰარვისაგან“ წყლის ქვეშ მოქცეულ შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომლის მიზანიცაა ღამის საათებში ყაჩაღობისა და მაროდიორობის შეჩერება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის კერებთან სპეცტექნიკამ მისვლა შეძლოს, 4-დან 5 კმ-მდე გზა გაიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.