სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 24-ის გადარჩენა მოხერხდა მუმბაიში მას შემდეგ რაც იქ შენობა ჩამოიქცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქრალია. მინისტრის პროგნოზით, „დღის ბოლომდე, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება".
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვის საკითხზე გააკეთა.
ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს დაავალა სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების პრემიებით წახალისების საკითხი უზრუნველყოს.
რა თქმა უნდა, ძნელია სტიქიას გაუკეთო პროგნოზირება, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება N1818, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლება მოხდა, გუშინ გამოიცა. მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან ორი პირი შეარჩია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 8 ერთეული საჰაერო ტექნიკა - 2 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას.
დატბორილი ჰიუსტონის ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნის აფეთქებას და ხანძრის გაჩენას მომდევნო დღეებში ელოდებოდნენ, თუმცა აფეთქებები იქ მანამდე მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.