აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინის თვითმფრინავი ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი რაკეტის იაპონიის თავზე გაშვება წყნარ ოკეანეში სამხედრო ოპერაციების „პირველი ნაბიჯი“ იყო და უფრო მეტი სარაკეტო გაშვებების შესახებ მიანიშნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათ დილით შტორმისაგან განადგურებულ ტეხასში, მეუღლესთან ერთად ჩავიდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი სარაკეტო გამოცდები „უპატივცემულობის“ სიგნალებია მისი მეზობლებისა და გაეროსადმი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთვება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, პარლამენტში მთავრობის წევრების, მათ შორის, საგარეო უწყების პირველი პირის დაბარებას ეხმაურება.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. წიწვოვან ტყეში გაჩენილი ცეცხლი ქარიანი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება.
ჰიუსტონის სიახლოვეს მდებარე მთავარი კაშხლიდან წყალმა გადმოსვლა დაიწყო, რადგან შტორმ „ჰარვის“ თანმხლებმა კოკისპირულმა წვიმამ რეზერვუარი სწრაფად აავსო. ინფორმაციას BBC ტეხასის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. აბასთუმნის ტყეში, იქ, სადაც ამ წუთებში ხანძარია, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.