„რუსეთისადმი დახმარების თხოვნით მიმართვა გარკვეულ ტკივილებს შეიცავს", აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბორჯომის ხანძრის დროს, რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხზე გააკეთა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნის თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა საჭირო არ არის.
აბასთუმნის ტყეში ხანძარია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს.
თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ერი და ბერი, აუცილებლად მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც ძალიან გახშირდა საქართველოში, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ.
3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება.
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა ჩრდილოეთ იაპონიის თავზე გაუშვა, რასაც იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ „უპრეცედენტო“ საფრთხე უწოდა მისი ქვეყნისათვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვს არ მოუთხოვია ამერიკის შეერთებული შტატებისაგან შეემცირებინა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში თანამშრომლების რაოდენობა.
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში სახალხო საბჭოს ორი დეპუტატი მოკლეს. მკვლელობის დეტალები უცნობია. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე „რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გრიგორი ცევენკომ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.