თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა.
თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხუთი მთამსვლელი დაიღუპა და ერთმა სერიოზული დაზიანება მიიღო ავსტრიის ალპებში, კრიმლის სიახლოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის პატიმრობის თხოვნის შუამდგომლობა გაითვალისწინა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ანა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ტროპიკული შტორმის, „ჰარვის“ თავზე დატყდომის შემდეგ, რასაც კოკისპირული წვიმა ახლავს თან, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, ჰიუსტონის დატბორილი ნაწილებიდან 2,000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ, საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, 100%-იანი დაფინანსება 1,009 სტუდენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1,457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4,081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4,051 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 1,047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის, „მი-8“-ის ავარიული დაჯდომის განხორციელების შემდეგ ეკიპაჟის წევრები და მაშველი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის, „მი-8“-ის „ავარიული დაჯდომის“ განხორციელების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის „მი-8“-ის „ავარიული დაჯდომის“ განხორციელების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.