საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა, განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, დამატებითი შეხვედრას მართავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა უმრავლესობისთვის თვითმიზანი არ არის.
შვედეთის სამეფოში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოს - რიკსდაგს ესტუმრა. შვედეთის პარლამენტში ქართულ მხარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალან ვიდმანმა უმასპინძლა.
მექსიკა არ გადაიხდის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული კედლის აშენების საფასურს, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ და დაამატა, რომ „მექსიკას არ სჯერა კედლების".
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების ჩავარდნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ სხვებთან ერთად, მის დადანაშაულებას ეხმაურება.
საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს არის, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.