ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმ 8 თურქი ჯარისკაცის ექსტრადირებაზე, რომლებსაც თურქეთის მთავრობა გასული წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს სასჯელის ვადა შეუმცირა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, აღნიშნულის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
ქართველი სამხედროს, ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის წინსაწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ კიევის სააპელაციო სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა გამოეხმაურა. მან მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ქართველი სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს, როგორც კი კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლელებების წინადადებები ჩამოყალიბდება, ადმინისტრაცია მის განხილვაში ჩაერთვება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება გაიმართა.
26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.